მამუკა მახარაძე ვალენსიიდან

მამუკა მახარაძე – ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ტურიზმის ფაკულტეტის მე-4 კურსის სტუდენტი Erasmus Mundus-ის გაცვლითი პროგრამის ფარგლებში სწავლას ესპანეთში, ვალენსიის პოლიტექნიკურ უნივერსიტეტში Universidad politécnica de Valencia განაგრძობს:12439467_977742042320984_4222793096895608485_n
”უცხოეთში სწავლაზე ბავშვობიდან ვფიქრობდი. ვიდრე ერასმუსის პროგრამაში გავიმარჯვებდი, მანამდე ერთი სემესტრი Mevlana -ს პროგრამით თურქეთში, ქალაქ სამსუნში, Ondokuz Mayıs Üniversites-ში ტურიზმის ფაკულტეტზე ვისწავლე.
სიმართლე გითხრათ, მაღალი კონკურენციის გამო ვერ წარმოვიდგენდი ERASMUS MUNDUS-ის პროგრამაში თუ გავიმარჯვებდი. პროგრამა ოცი სტუდენტის შერჩევას ითვალისწინებდა, აღმოსავლეთ ევროპიდან კი – მხოლოდ ორს !
საბედნიეროდ,  მაღალი აკადემიური მოსწრებითა და ინგლისური ენის ცოდნით გავიმარჯვე და ასე მოვხვდი ესპანეთში.
ვალენსიის პოლიტექნიკურ უნივერსიტეტში სწავლის ხარისხი და მეთოდი ძალიან მომწონს! ვფიქრობ, კარგ ცოდნას ვიღებ. არჩეული საგნების დიდ ნაწილს ინგლისურად , ნაწილს კი ესპანურად გავდივარ.  ჩამოსვლისთანავე ესპანური ენის შესწავლა დავიწყე და დღეს უკვე თავუსუფლად შემიძლია კომუნიკაცია.
ჩემთვის Erasmus- ის პროგრამა უდიდესი გამოცდილებაა. ვეცნობი სხვადასხვა კულტურებს, ხალხს, ენებს. რაც მთავარია, ვხდები აქტიური, დამოუკუდებელი, ამბიციური.
საქართველოში დავბრუნების შემდეგ მინდა ტურიზმის მიმართულებით გავაგრძელო ჩემი კარიერა. საკმაო გამოცდილლება მივიღე როგორც უნივერსიტეტში, ასევე ევროპაში მოგზაურობისას. ათამდე  ქვეყანაში ვიმოგზაურე ტურისტული ვიზიტით, კონფერენციებსა და ტრენინგებზე. ძალიან მინდა ყველაფერი რაც ვნახე და რაც ვისწავლე საქართველოში განვახორციელო”.

12615486_984772684910843_3809699620909012467_o

მიხეილ ბენია პოლონეთიდან

მიხეილ ბენია – ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების მე-3 კურსის სტუდენტი. ,,Erasmus +”-ის გაცვლითი პროგრამის ფარგლებში სწავლას პოლონეთში, შჩეცინის უნივერსიტეტში განაგრძობს:

155476_1718568318355863_5327013686048192661_n-1

მიხეილ ბენია – ბსუ – ს საერთაშორისო ურთიერთობების სტუდენტი

”ვფიქრობ, აბიტურიენტის წარმატებული მომავალი მეტწილად არის დამოკიდებული იმაზე, თუ რამდენად სწორად შეარჩევს უნივერსიტეტს. ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი, რომლითაც ჩაბარებისას ვხელმძღვანელობდი – გაცვლით პროგრამებში მონაწილეობა იყო. ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტმა საშუალება მომცა ერთი სემესტრი სწავლა უცხოეთში გამეგრძელებინა. ამჟამად, “Erasmus +” პროგრამით, (რომელიც სწავლებას, საცხოვრებელს, მგზავრობასა და თვიურ სტიპენდიას სრულად აფინანსებს) ბაკალავრიატის მეექვსე სემესტრს შჩეცინის უნივერსიტეტში გავდივარ, რომელიც აღიარებულია დასავლეთ პომერანიის და უფრო მეტიც-პოლონეთის ერთ-ერთ საუკეთესო უნივერსიტეტად.
საზღვარგარეთ სწავლამ, როგორც საერთაშორისო ურთიერთობის სპეციალობის სტუდენტს იდეალური საშუალება მომცა გამომემუშავებინა და გამეუმჯობესებინა მონოკულტურულ ქვეყანაში ინტეგრირებისა და მეორე მხრივ მულტიკულტურულ გარემოში სწავლის შესაძლებლობა, რაც საკმაოდ რთული და ამავდროულად საინტერესო პროცესი იყო. თავისუფალ დროს ვმოგზაურობ, ვცდილობ უმოკლეს დროში მაქსიმალურად მეტი ქვეყანა ვნახო, მეტი ცოდნა მივიღო, შევიძინო მეგობრები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან და უბრალოდ დავტკბე ცხოვრებით, ვიგრძნო რას ნიშნავს იყო თავისუფალი და ამავდროულად გქონდეს აღებული უდიდესი პასუხისმგებლობა. ჯერ სულ რაღაც ორი თვე გავიდა, მაგრამ ძალიან რთულია იმ ემოციის, გამოცდილებისა და სიხარულის გადმოცემა, რომელიც ორი თვის მანძილზე მივიღე. “ერასმუსელი”- იმ თითოეული სტუდენტის ზედმეტსახელია, ვინც მოიპოვა “Erasmus Mundus”-ის ან “Erasmus +” – ის გრანტი, მაშასადამე “ერასმუსელები” ცხოვრობენ, როგორც ერთი დიდი ოჯახი. რაც ყველაზე მეტად მახარებს – ამ პროგრამამ საბოლოოდ დამარწმუნა, რომ საყოველთაოდ აღიარებული ევროპული სნობიზმი მხოლოდ მითია!
თავდაპირველად ბედი ,,Erasmus Mundus”-ის ბოლო კონკურსზე შარშანწინ ვცადე და პოზნანის ადამ მიცკევიჩის და გენტის უნივერსიტეტების სარეზერვო სიაში მოვხვდი. ერთი წლის შემდეგ, როგორც კი ,,Erasmus +”-ის პროგრამა ამოქმედდა, მეორე დღესვე დავრეგისტრირდი, არ მინდოდა ჩემი გამოცდილება მხოლოდ “რეზერვისტობით” დამთავრებულიყო. მსურვილი მქონდა გავმხდარიყავი ,,Erasmus Mundus” -ის ბოლო საგრანტო პროგრამის გამარჯვებული, მაგრამ გავხდი ,,Erasmus +”-ის პირველი კონკურსის სტიპენდიანტი, რაც ძალიან მიხარია. ჩემი სამოტივაციო წერილიც ამ წინადადებით დავასრულე – „In the end, we only regret the chances we didn’t take!”

13254071_1004092859685902_5348001996233813544_n