ირაკლი აბაშიძე – ბსუ-ს დოქტორანტი სილეზიის უნივერსიტეტიდან

ირაკლი აბაშიძე – ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნეს ადმინისტრირების დოქტორანტი ,,Erasmus +” -ის ფარგლებში პოლონეთში, სილეზიის უნივერსიტეტში აგრძელებს კვლევას:
13327613_1015322911896230_283815183608873181_n
,,შარშან, მაგისტრატურის დამთავრების შემდეგ, დოქტორანტურაში ჩაბარება გადავწყვიტე, რადგან ის სფერო, რაშიც სამაგისტრო ნაშრომი დავიცავი, ძალიან მაინტერესებდა და მინდოდა მუშაობა ამ მიმართულებით გამეგრძელებინა. საკმაოდ რთული კონკურსის გავლის შემდეგ მოვხვდი იმ ოთხ სტუდენტს შორის, რომლებიც ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ბიზნესის ადმინისტრირების სპეციალობის დოქტორანტები გახდნენ. ამჟამად, ვმუშაობ სადოქტორო დისერტაციაზე „ინტერნეტ რეკლამის განვითარების თავისებურებები და მისი გავლენა მომხმარებლის ქცევაზე“.
ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტის სტატუსმა  საშუალება მომცა მონაწილეობა მიმეღო საერთაშორისო გაცვლით პროგრამაში ,,Erasmus +”. ინგლისურ ენაში ტესტირებისა და გასაუბრების შემდეგ გავხდი პროგრამის ერთ-ერთი გამარჯვებული და მიმდინარე სემესტრს გავდივარ პოლონეთში, ქალაქ გლივიცეში, სილეზიის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში. ჩემი სადოქტორო ნაშრომის ერთ ნაწილზე მუშაობას აქ დავასრულებ. სამეცნიერო ხელმძღვანელობასაც ამ უნივერსიტეტის პროფესორი მიწევს.
12823358_1079501128738920_5742148859316166536_o
ჩამოსვლისთანავე ძალიან მეგობრული და თბილი გარემო დამხვდა. უნივერსიტეტის თანამშრომლები, თუნდაც სრულიად უცხო, მაქსიმალურად ცდილობენ დამეხმარონ ნებისმიერ საკითხში. რაც შეეხება ადგილობრივ გარემოს და კულტურას, შეგუება არ გამჭირვებია, რადგან გლივიცე დაახლოებით ბათუმის მასშტაბის ქალაქია და ხალხიც ძალიან სტუმართმოყვარეა. გარდა ამისა, კვირაში ერთხელ, პოლონური ენის გაკვეთილი გვიტარდება, რაც კიდევ უფრო მეხმარება აქაურ ყოველდღიურობასთან შეგუებაში.
,,Erasmus” -ის ერთ-ერთი მთავარი ხიბლი, გარდა საგანმანათლებლო მიმართულებისა, არის ის, რომ საშუალება გეძლევა გაიცნო უამრავი საინტერესო ადამიანი მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან და რაც მთავარია – იმოგზაურო. ჩამოსვლიდან სულ რამდენიმე დღეში გვქონდა პირველი ექსკურსია ქალაქ კრაკოვში და ეს მხოლოდ დასაწყისი იყო.  ერთი თვე დარჩა სემესტრის დასრულებამდე და უკვე ბევრი დადებითი შთაბეჭდილება დამიგროვდა. დარწმუნებული ვარ, სემესტრის ბოლოს  მეტი საინტერესო გამოცდილებით დავბრუნდები ბათუმში“.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s