სტუდენტური პროექტი-ულტრაბგერითი მეგზური უსინათლოებისათვის

ბსუ-ს ფიზიკა-მათემატიკისა და კომპიუტერულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტებმა უსინათლოებისათვის განკუთვნილი ულტრაბგერითი მეგზური შექმნეს❗ 👌

13403287_1023041474457707_323311086084695761_o

➡ მოწყობილობის მეშვეობით 4 მეტრის რადიუსში მდებარე დაბრკოლების აღმოჩენა ხდება;
➡ აპარატი თანმიმდევრულ ბგერით სიგნალებს გამოსცემს დაბრკოლებამდე მანძილის შესაბამისად;
აპარატზე გათვალისწინებულია ყურსასმენის მიერთება. ხელსაწყო მცირე ზომისა და მასისაა, რაც მისი ჯიბის ტარების , მაჯაზე გაკეთების ან უსინათლოთა ჯოხზე დამაგრების საშუალებას იძლევა.
ტექნოლოგიური სიახლით გამორჩეული ხელსაწყოს კონსტრუქცია, პროგრამული უზრუნველყოფა და ბლოკ-სქემა შემუშავდა და დამზადდა კომპიუტერულ-მეცნიერებათა დეპარტამენტში, აპარატის კორპუსები კი ტექნოლოგიური ფაკულტეტის ბაზაზე არსებულ FAB LAB BSU-ში.
პროექტის ავტორი: ბსუ-ს ფიზიკა მათემატიკისა და
კომპიუტერულ მეცნიერებათა ფაკულტეტის მე-4 კურსის სტუდენტი გიორგი გორგილაძე;
ხელმძღვანელი: ასოცირებული პროფესორი ზაზა დავითაძე ;

 13403324_1023041507791037_2875593503675529450_o

ჰაერის ხარისხის გაზომვისა და მონაცემების გრაფიკული ვიზუალიზაციის ხელსაწყო

ბსუ-ს ფიზიკა მათემატიკისა და კომპიუტერულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტმა ჰაერის ხარისხის გაზომვისა და მონაცემების გრაფიკული ვიზუალიზაციის ხელსაწყო შექმნა.

13701136_1040333106061877_8521338551658766412_o-1

ჰაერის ხარისხის გამზომი ხელსაწყოს საშუალებით იზომება შემდეგი მნიშვნელოვანი პარამეტრები:
➡აზოტისა და ნახშირბადის ოქსიდის შემცველობა ჰაერში
➡ ჰაერის ტენიანობა და ტემპერატურა
➡ ატმოსფერული წნევა და სიმაღლე ზღვის დონიდან
სადიპლომო ნაშრომის პროექტის ფარგლებში შექმნილია ხელსაწყოს დასრულებული მოქმედი მოდელი და პროგრამული უზრუნველყოფა, რომლის საშუალებითაც შესაძლებელია მოწყობილობიდან მიღებული მონაცემების გრაფიკული ვიზუალიზაცია.
ხელსაწყოს მცირე მოდერნიზაციის პირობებში (LED DISPLAY-ს დამატების შემთხვევაში) აპარატი შესაძლოა გამოყენებული იქნეს როგორც ჰაერის გაზომვის მობილური ხელსაწყო.
აპარატის კორპუსი ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის უნივერსიტეტის ფაბლაბში დამზადდა.
პროექტის ავტორი: ბსუ-ს ფიზიკა მათემატიკისა და
კომპიუტერულ მეცნიერებათა ფაკულტეტის მაგისტრანტი ელზა ჯინჭარაძე;
ხელმძღვანელი: ასოცირებული პროფესორი ზაზა დავითაძე ;

 13693019_1040333272728527_3218918680905906708_o

მამუკა მახარაძე ვალენსიიდან

მამუკა მახარაძე – ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ტურიზმის ფაკულტეტის მე-4 კურსის სტუდენტი Erasmus Mundus-ის გაცვლითი პროგრამის ფარგლებში სწავლას ესპანეთში, ვალენსიის პოლიტექნიკურ უნივერსიტეტში Universidad politécnica de Valencia განაგრძობს:12439467_977742042320984_4222793096895608485_n
”უცხოეთში სწავლაზე ბავშვობიდან ვფიქრობდი. ვიდრე ერასმუსის პროგრამაში გავიმარჯვებდი, მანამდე ერთი სემესტრი Mevlana -ს პროგრამით თურქეთში, ქალაქ სამსუნში, Ondokuz Mayıs Üniversites-ში ტურიზმის ფაკულტეტზე ვისწავლე.
სიმართლე გითხრათ, მაღალი კონკურენციის გამო ვერ წარმოვიდგენდი ERASMUS MUNDUS-ის პროგრამაში თუ გავიმარჯვებდი. პროგრამა ოცი სტუდენტის შერჩევას ითვალისწინებდა, აღმოსავლეთ ევროპიდან კი – მხოლოდ ორს !
საბედნიეროდ,  მაღალი აკადემიური მოსწრებითა და ინგლისური ენის ცოდნით გავიმარჯვე და ასე მოვხვდი ესპანეთში.
ვალენსიის პოლიტექნიკურ უნივერსიტეტში სწავლის ხარისხი და მეთოდი ძალიან მომწონს! ვფიქრობ, კარგ ცოდნას ვიღებ. არჩეული საგნების დიდ ნაწილს ინგლისურად , ნაწილს კი ესპანურად გავდივარ.  ჩამოსვლისთანავე ესპანური ენის შესწავლა დავიწყე და დღეს უკვე თავუსუფლად შემიძლია კომუნიკაცია.
ჩემთვის Erasmus- ის პროგრამა უდიდესი გამოცდილებაა. ვეცნობი სხვადასხვა კულტურებს, ხალხს, ენებს. რაც მთავარია, ვხდები აქტიური, დამოუკუდებელი, ამბიციური.
საქართველოში დავბრუნების შემდეგ მინდა ტურიზმის მიმართულებით გავაგრძელო ჩემი კარიერა. საკმაო გამოცდილლება მივიღე როგორც უნივერსიტეტში, ასევე ევროპაში მოგზაურობისას. ათამდე  ქვეყანაში ვიმოგზაურე ტურისტული ვიზიტით, კონფერენციებსა და ტრენინგებზე. ძალიან მინდა ყველაფერი რაც ვნახე და რაც ვისწავლე საქართველოში განვახორციელო”.

12615486_984772684910843_3809699620909012467_o

ირაკლი აბაშიძე – ბსუ-ს დოქტორანტი სილეზიის უნივერსიტეტიდან

ირაკლი აბაშიძე – ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნეს ადმინისტრირების დოქტორანტი ,,Erasmus +” -ის ფარგლებში პოლონეთში, სილეზიის უნივერსიტეტში აგრძელებს კვლევას:
13327613_1015322911896230_283815183608873181_n
,,შარშან, მაგისტრატურის დამთავრების შემდეგ, დოქტორანტურაში ჩაბარება გადავწყვიტე, რადგან ის სფერო, რაშიც სამაგისტრო ნაშრომი დავიცავი, ძალიან მაინტერესებდა და მინდოდა მუშაობა ამ მიმართულებით გამეგრძელებინა. საკმაოდ რთული კონკურსის გავლის შემდეგ მოვხვდი იმ ოთხ სტუდენტს შორის, რომლებიც ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ბიზნესის ადმინისტრირების სპეციალობის დოქტორანტები გახდნენ. ამჟამად, ვმუშაობ სადოქტორო დისერტაციაზე „ინტერნეტ რეკლამის განვითარების თავისებურებები და მისი გავლენა მომხმარებლის ქცევაზე“.
ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტის სტატუსმა  საშუალება მომცა მონაწილეობა მიმეღო საერთაშორისო გაცვლით პროგრამაში ,,Erasmus +”. ინგლისურ ენაში ტესტირებისა და გასაუბრების შემდეგ გავხდი პროგრამის ერთ-ერთი გამარჯვებული და მიმდინარე სემესტრს გავდივარ პოლონეთში, ქალაქ გლივიცეში, სილეზიის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში. ჩემი სადოქტორო ნაშრომის ერთ ნაწილზე მუშაობას აქ დავასრულებ. სამეცნიერო ხელმძღვანელობასაც ამ უნივერსიტეტის პროფესორი მიწევს.
12823358_1079501128738920_5742148859316166536_o
ჩამოსვლისთანავე ძალიან მეგობრული და თბილი გარემო დამხვდა. უნივერსიტეტის თანამშრომლები, თუნდაც სრულიად უცხო, მაქსიმალურად ცდილობენ დამეხმარონ ნებისმიერ საკითხში. რაც შეეხება ადგილობრივ გარემოს და კულტურას, შეგუება არ გამჭირვებია, რადგან გლივიცე დაახლოებით ბათუმის მასშტაბის ქალაქია და ხალხიც ძალიან სტუმართმოყვარეა. გარდა ამისა, კვირაში ერთხელ, პოლონური ენის გაკვეთილი გვიტარდება, რაც კიდევ უფრო მეხმარება აქაურ ყოველდღიურობასთან შეგუებაში.
,,Erasmus” -ის ერთ-ერთი მთავარი ხიბლი, გარდა საგანმანათლებლო მიმართულებისა, არის ის, რომ საშუალება გეძლევა გაიცნო უამრავი საინტერესო ადამიანი მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან და რაც მთავარია – იმოგზაურო. ჩამოსვლიდან სულ რამდენიმე დღეში გვქონდა პირველი ექსკურსია ქალაქ კრაკოვში და ეს მხოლოდ დასაწყისი იყო.  ერთი თვე დარჩა სემესტრის დასრულებამდე და უკვე ბევრი დადებითი შთაბეჭდილება დამიგროვდა. დარწმუნებული ვარ, სემესტრის ბოლოს  მეტი საინტერესო გამოცდილებით დავბრუნდები ბათუმში“.

მიხეილ ბენია პოლონეთიდან

მიხეილ ბენია – ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების მე-3 კურსის სტუდენტი. ,,Erasmus +”-ის გაცვლითი პროგრამის ფარგლებში სწავლას პოლონეთში, შჩეცინის უნივერსიტეტში განაგრძობს:

155476_1718568318355863_5327013686048192661_n-1

მიხეილ ბენია – ბსუ – ს საერთაშორისო ურთიერთობების სტუდენტი

”ვფიქრობ, აბიტურიენტის წარმატებული მომავალი მეტწილად არის დამოკიდებული იმაზე, თუ რამდენად სწორად შეარჩევს უნივერსიტეტს. ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი, რომლითაც ჩაბარებისას ვხელმძღვანელობდი – გაცვლით პროგრამებში მონაწილეობა იყო. ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტმა საშუალება მომცა ერთი სემესტრი სწავლა უცხოეთში გამეგრძელებინა. ამჟამად, “Erasmus +” პროგრამით, (რომელიც სწავლებას, საცხოვრებელს, მგზავრობასა და თვიურ სტიპენდიას სრულად აფინანსებს) ბაკალავრიატის მეექვსე სემესტრს შჩეცინის უნივერსიტეტში გავდივარ, რომელიც აღიარებულია დასავლეთ პომერანიის და უფრო მეტიც-პოლონეთის ერთ-ერთ საუკეთესო უნივერსიტეტად.
საზღვარგარეთ სწავლამ, როგორც საერთაშორისო ურთიერთობის სპეციალობის სტუდენტს იდეალური საშუალება მომცა გამომემუშავებინა და გამეუმჯობესებინა მონოკულტურულ ქვეყანაში ინტეგრირებისა და მეორე მხრივ მულტიკულტურულ გარემოში სწავლის შესაძლებლობა, რაც საკმაოდ რთული და ამავდროულად საინტერესო პროცესი იყო. თავისუფალ დროს ვმოგზაურობ, ვცდილობ უმოკლეს დროში მაქსიმალურად მეტი ქვეყანა ვნახო, მეტი ცოდნა მივიღო, შევიძინო მეგობრები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან და უბრალოდ დავტკბე ცხოვრებით, ვიგრძნო რას ნიშნავს იყო თავისუფალი და ამავდროულად გქონდეს აღებული უდიდესი პასუხისმგებლობა. ჯერ სულ რაღაც ორი თვე გავიდა, მაგრამ ძალიან რთულია იმ ემოციის, გამოცდილებისა და სიხარულის გადმოცემა, რომელიც ორი თვის მანძილზე მივიღე. “ერასმუსელი”- იმ თითოეული სტუდენტის ზედმეტსახელია, ვინც მოიპოვა “Erasmus Mundus”-ის ან “Erasmus +” – ის გრანტი, მაშასადამე “ერასმუსელები” ცხოვრობენ, როგორც ერთი დიდი ოჯახი. რაც ყველაზე მეტად მახარებს – ამ პროგრამამ საბოლოოდ დამარწმუნა, რომ საყოველთაოდ აღიარებული ევროპული სნობიზმი მხოლოდ მითია!
თავდაპირველად ბედი ,,Erasmus Mundus”-ის ბოლო კონკურსზე შარშანწინ ვცადე და პოზნანის ადამ მიცკევიჩის და გენტის უნივერსიტეტების სარეზერვო სიაში მოვხვდი. ერთი წლის შემდეგ, როგორც კი ,,Erasmus +”-ის პროგრამა ამოქმედდა, მეორე დღესვე დავრეგისტრირდი, არ მინდოდა ჩემი გამოცდილება მხოლოდ “რეზერვისტობით” დამთავრებულიყო. მსურვილი მქონდა გავმხდარიყავი ,,Erasmus Mundus” -ის ბოლო საგრანტო პროგრამის გამარჯვებული, მაგრამ გავხდი ,,Erasmus +”-ის პირველი კონკურსის სტიპენდიანტი, რაც ძალიან მიხარია. ჩემი სამოტივაციო წერილიც ამ წინადადებით დავასრულე – „In the end, we only regret the chances we didn’t take!”

13254071_1004092859685902_5348001996233813544_n